GE

ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმია – რა უნდა იცოდნენ ამ საგნებში მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულებისას

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლებების მიხედვით, ძირითად და არჩევით საგანებში დამტკიცდა ის სტანდარტები, რომლებსაც მოსწავლეები სასწავლო საფეხურების მიხედვთ უნდა აკმაყოფილებდნენ (ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენები, მათემატიკა).

ესგ-ში ასევე მოცემულია საგნების მიხედვით წლიური პროგრამისა და სასწავლო თემის აგების, დამუშავების პრინციპები და შეფასების ინდიკატორები.

კლასების მიხედვით შედეგების ინდექსები განისაზღვრა ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საგნებშიც.

ბუნებისმეტყველება

I-დან VI კლასის ბოლოს მოსწავლის სტანდარტის შედეგების მიხედვით მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

მეცნიერული კვლევა-ძიებაპრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.

ცოცხალი სამყარო –  ორგანიზმებისათვის ზოგიერთი ნიშან-თვისების შეგუებითი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა, ტიპობრივი ეკოსისტემების დახასიათება და მათში მოქმედი მარტივი კვებითი კავშირების აღწერა; ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა; ადამიანის ზოგიერთი ორგანოს ამოცნობა და ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის განხილვა; ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორის შესახებ მსჯელობა.

სხეულები და მოვლენები – სხეულის მოძრაობის დახასიათება ტრაექტორიისა და სიჩქარის მიხედვით; დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების აღწერა და მარტივი ელექტრული  წრედის აწყობა; ენერგიის  სხვადასხვა სახესა და მის ერთი სახიდან  მეორეში გადასვლაზე მსჯელობა;

ნივთიერებებისა და ნარევების ერთმანეთისგან  გარჩევა მათი თვისებების მიხედვით და ნარევების კომპონენტებად დაყოფა.

დედამიწა და გარესამყარომზის სისტემის და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა; დედამიწაზე სინათლისა და სითბოს განაწილებაზე მსჯელობა; დედამიწის სტრუქტურის განმსაზღვრელ და დედამიწის რელიეფის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა; ბუნებრივ მოვლენებსა და კატასტროფებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე მსჯელობა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები საბაზო საფეხურზე

ბიოლოგია

VII – IX კლასის სტანდარტების მიხედვით მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ცოცხალი სამყაროორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე მყოფი ცოცხალი სისტემის  სტრუქტურისა და ფუნქციის დახასიათება; ორგანიზმების საერთო სასიცოცხლო თვისებების დახასიათება და მათში მიმდინარე ენერგიისა და ნივთიერებების გარდაქმნებზე არგუმენტირებული მსჯელობა; ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მისი ცვლილების მნიშვნელობის გააზრება; ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და მისი დაცვა.

მეცნიერული კვლევა-ძიებაბიოლოგიური ობიექტების/პროცესის შესწავლის მიზნით კვლევის დაგეგმვა; ბიოლოგიური ობიექტების/პროცესების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენება; მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; მოდელების შექმნა და გამოყენება ცოცხალი სისტემების სტრუქტურისა და ბიოლოგიური პროცესების  საჩვენებლად; კვლევის  ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

მეცნიერება და ტექნოლოგიებისაბუნებისმტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

ფიზიკა

VII – IX კლასის სტანდარტების მიხედვით მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ფიზიკური მოვლენებიმატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით; სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;  ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

მეცნიერული კვლევა-ძიებაფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა); ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება);  თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენება;მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;ცდისა და ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

მეცნიერება და ტექნოლოგიებისაბუნებისმტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

ქიმია

VIII – IX კლასის სტანდარტების მიხედვით მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ქიმიური მოვლენებინივთიერებათა კლასიფიცირება მათი შედგენილობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით; ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება მათი მოლეკულების შედგენილობაში  შემავალი ატომების ელექტრონულ აღნაგობასთან და ქიმიური ბმის ხასიათთან; ელემენტთა პერიოდული ცხრილის ორგანიზების პრინციპის გამოყენება კონკრეტული ამოცანების გადაჭრისთვის; ფიზიკური და ქიმიური თვისებებისა და მოვლენების დახასიათება, ერთმანეთისგან განსხვავება და სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციის აღწერა; ფიზიკური და ქიმიური მოვლენების რაოდენობრივი დახასიათება.

მეცნიერული კვლევა-ძიებაქიმიური პროცესების კვლევის მიზნით კვლევის დაგეგმვა; ქიმიური მოვლენების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; ქიმიური მოვლენების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; მოდელების შექმნა და გამოყენება ქიმიური პროცესის, მოვლენის, ნაერთების გარდაქმნის საჩვენებლად; კვლევის ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.

მეცნიერება და ტექნოლოგიებისაბუნებისმტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

ამავე თემაზე:

რა შედეგს უნდა აღწევდეს მოსწავლე უცხო ენებში I-IX კლასების ბოლოს

რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ მათემატიკაში I-IX კლასების ბოლოს

რა შედეგებზე უნდა გაიყვანოს მასწავლებელმა მოსწავლე ქართულში დაწყებითიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით – ცვლილება ესგ–ში

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური