GE

ბრიტანელი მოსწავლეების მიერ სტრატოსფეროში გაშვებული პუდინგი დაიკარგა

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დერბიშირის წმ. ანსელმას დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა კოსმოსში დესერტი გაუშვეს. მათ ის იმპროვიზირებულ სტრატოსტატზე დაამაგრეს. სათვალთვალო მოწყობილობამ აჩვენა, რომ პუდინგი დედამიწის ზედაპირიდან 16 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და მონიტორებიდან გაქრა.

სკოლის მოსწავლეებს დესერტის დაბრუნების იმედი მაინც აქვთ. მათი ვარაუდით პუდინგი 35 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა ასულიყო.

„შარშან ამ ექსპერიმენტისთვის მოსამზადელბად ჩვენ საჰაერო ბურთი გავუშვით. ის სკეგნესთან ახლოს, პლაჟზე ახალგაზრდა წყვილმა იპოვა. ბურთზე ჩვენი კოორდინატები იყო მითითებული. წყვილი ჩვენ დაგვიკავშირდა და ბურთის პოვნის ზუსტი ადგილი მიგვითითა“, – ყვება სკოლის სასწავლო ნაწილი ლიზ სკოტი.

„ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც ასე მოხდება და ჩვენ გავიგებთ სად დაასრულებს პუდინგი მოგზაურობას“, – ამბობს ის.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური