„Carpe diem!“ – ისტორიის რეპეტიტორი ქუთაისიდან, რომელმაც აბიტურიენტების გამხნევება ისევ ორიგინალურად შეძლო
ისტორიაში ეროვნული გამოცდის დაწყებამდე, ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან აბიტურიენტებს მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი, გალაქტიონ გაგა სვანიძე, მაისურით დახვდა, რომელზეც შემდეგი ფრაზები იყო დატანილი:
„Carpe diem! – დაიჭირე წამი“; „იყავი შენი თავის ავტორი“; „გამოიყენეთ დღე, მეგობრებო, თქვენი ცხოვრება განსაკუთრებული გახადეთ“; „ვდგები მაგიდაზე, რათა საკუთარ თავს შევახსენო, რომ მუდამ სხვა კუთხით შევხედოთ სამყაროს“; „შენ უნდა ეცადო, იპოვო შენი ხმა, რაც უფრო დიდხანს დაელოდები, მით უფრო ნაკლები შანსია, რომ საერთოდ იპოვო იგი“.
გაგა სვანიძე რამდენიმე წელია, რაც ყოველი წლის გამოცდებზე მოსწავლეების მხარდასაჭერად სხვადასხვა კრეატიულ მეთოდს იყენებს. წლევანდელი გამოცდები ფრაზით “Carpe diem!“ დაიწყო, რაც, როგორც თავად ამბობს, შთაგონებულია ცნობილი ფილმით – „მკვდარი პოეტების საზოგადოება“.
„სასწავლო წლის დასაწყისში ფილმის კონკრეტული ფრაგმენტებიც ვნახეთ. ეს ფრაზები შემდეგ გადავაქციეთ მოტივაციის წყაროდ. სასწავლო წლის განმავლობაში მათ ვიყენებდით სხვადასხვა საკითხების, მათ შორის ცხოვრებისეული გამოცდილებების გასაზიარებლად. მოსწავლეებს ეს ძალიან მოსწონთ – იხსნებიან, საუბრობენ თავიანთ მიზნებზე, ოცნებებზე, მსჯელობენ, ვუსმენთ ერთმანეთს და ამით სასწავლო პროცესიც უფრო საინტერესოდ და პასუხისმგებლობით მიმდინარეობს“, – გვიყვება პედაგოგი.
მისი მიზანია, მოსწავლეებმა მხოლოდ აკადემიური ცოდნა კი არ მიიღონ, არამედ საკუთარი თავის პოვნასა და განვითარებაზე დაფიქრდნენ.
„მოსწავლეებს ხშირად ვახსენებ, რომ თითოეული დღე მნიშვნელოვანია – სწორედ ახლა უნდა გამოიჩინონ თავი, გამოიყენონ შესაძლებლობები და იყვნენ თავიანთი ცხოვრების ავტორები“, – ამბობს მასწავლებელი.
გალაქტიონ გაგა სვანიძე აბიტურიენტების გასამხსნევებლად ეროვნულ გამოცდებზე გასულ წელს, მოსწავლეებთან ერთად გავიდა.
Carpe diem – ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული მომენტი შეირგო მომავალზე წუხილის გარეშე“ – (სიტყვასიტყვით – გამოსტაცე დღეს).
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ანა ჯიქიამ
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება