ჭადრაკის სწავლება მეორე კლასშიც გაგრძელდება – განათლების მინისტრის ბრძანება და განახლებული საათობრივი ბადე გამოქვეყნდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხელი მოაწერა ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ჭადრაკის სწავლება სკოლებში მეორე კლასშიც გაგრძელდება. ბრძანებით, მეორეკლასელები ჭადრაკის სწავლას 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყებენ.
როგორც დღეს, 1-ელ თებერვალს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, I და II კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.
გარდა ამისა, II, III და IV კლასებში, საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით 2022-2023 სასწავლო წლიდან ხდება სავალდებულო.
ცვლილებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაიწერა განახლებული საათობრივი ბადე.
იხილეთ: საათობრივი ბადე საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის
“ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნებისთვის – გამოქვეყნებისთანავე.წერია მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
„ვფიქრობთ, ჭადრაკი მეორე კლასშიც გავაგრძელოთ, ძალიან წარმატებულია“ – განათლების მინისტრი
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება