„ვფიქრობთ, ჭადრაკი მეორე კლასშიც გავაგრძელოთ, ძალიან წარმატებულია“ – განათლების მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ჭადრაკი სკოლებში წარმატებით ინერგება და შესაძლოა, ის მეორე კლასშიც სავალდებულო იყოს.
ამის თაობაზე მინისტრმა დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც ჭადრაკის განვითარებას შეეხებოდა.
„ჭადრაკის მნიშვნელობა, რასაკვირველია, უაღრესად დიდია. ეს არ არის ჭადრაკი მხოლოდ ჭადრაკისთვის. ეს არის გონების ვარჯიშისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმა. ის ხალისი, რომელიც მოსწავლეებს უკვე აქვთ და შედეგები ძალიან კარგია, ჯერ ერთი სემესტრიც არ დამთავრებულა, რაც ჭადრაკი დავნერგეთ და ბავშვების დამოკიდებულება ინტელექტუალური აქტივობების მიმართ გაცილებით გაუმჯობესდა ამ თვალსაზრისით. ეს სიყვარული ამოცანების ამოხსნის ბავშვებს გამოადგებათ ნებისმიერი საგნის შესწავლის პროცესში. რაც შეეხება განვითარებას, ჩვენ ეხლა ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ის, რაც ძალიან წარმატებულად გამოვიდა პირველ კლასში, რომ ეს გავაგრძელოთ მეორე კლასშიც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ ჭადრაკის სწავლება პირველ კლასში 2022-2023 სასწავლო წლიდან დაიწყო და მისი სავალდებულოდ სწავლება იმ სკოლებში ხორციელდება, სადაც ჭადრაკის მასწავლებელი ჰყავთ.
ასევე იხილეთ:
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება