„ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა“ – პრემიერი ხელისუფლების გეგმაზე
განათლების რეფორმის განხორციელების ფარგლებში ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს საუნივერსიტეტო განათლებაზე გააკეთებს და საქართველოში განსაკუთრებული წონა ორ უნივერსიტეტს ექნება.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 6 სექტებერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო ოთხწლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე. ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 2028 წელს 30 ათასი სტუდენტის მიღება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა ქუთაისში.
ასევე იხილეთ:
„თსუ-ის პროფესორების დიდ ნაწილს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია“
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
by ARIS.GE-განათლება
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი