GE

CIU ბიზნესის ინსტიტუტი და ტელეკომპანია ფორმულას ბიზნესის რედაქცია თანამშრომლობას იწყებენ

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტელეკომპანია “ფორმულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს ფორმულას ბიზნეს რედაქციის ხელმძღვანელმა, ანა ცხოვრებოვამ და CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა CIU ბიზნესის ინსტიტუტის ანალიტიკური საუბრების ფორმატში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე – „ბიზნესის გაშუქება მედიაში“ ისაუბრეს.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია ორმხრივი პარტნიორობის ჩამოყალიბება “ფორმულას” ბიზნესის რედაქციასა და უნივერსიტეტს შორის, რაც წაახალისებს უნივერსიტეტის სტუდენტებს და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის პრაქტიკულ და ეფექტურ განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში და საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით, “ფორმულა”, რომელიც Bloomberg-ის ლიცენზირებული პარტნიორია, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებას. ასევე, ითანამშრომლებს უნივერსიტეტთან ეკონომიკური შინაარსის კვლევების/ანგარიშების გაშუქების ნაწილში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ბიზნესის რედაქცია და CIU ბიზნესის ინსტიტუტი პერიოდულად ჩაატარებენ ბიზნესისა და ეკონომიკის თემებზე ერთობლივ საჯარო დისკუსიებს, განხილვებს და სხვა რელევანტურ ღონისძიებებს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ბიზნეს რედაქციამ და CIU ბიზნესის ინსტიტუტმა შესაძლებელია განახორციელონ სასწავლო პროგრამის პარალელური ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობები (სემინარები, ტრენინგები, საჯარო ლექციები) კსუ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური