CIU ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) 2025 წლის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს.
უნივერსიტეტის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია 2025 წლის 7 ოქტომბრიდან დაიწყო და 9 დეკემბრის 17:00 საათამდე გაგრძელდება.
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში განცხადების წარდგენის ვადა კი, 2025 წლის 23 დეკემბრის 17:00 საათამდეა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და მათ განვითარებაში წვლილი უნდა შეჰქონდეს.
იხილეთ: დოკუმენტაციისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი