GE

CIU-ის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის შეხვედრები სარეიტინგო სააგენტო ფიჩის და ბლუმბერგის წარმომადგენლებთან

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი აბაშიშვილი CIU ბიზნესის ფაკულტეტის კვლევითი ცენტრის – CIU ბიზნესის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს და მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან.

მიმდინარე პერიოდში ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გამართა შეხვედრები სარეიტინგო სააგენტო ფიჩის და ბლუმბერგის (Bloomberg for Education) წარმომადგენლებთან.

თანამშრომლობის ფარგლებში, განიხილება სარეიტინგო კომპანია ფიჩის მიერ შექმნილ ბაზებზე CIU ბიზნესის ინსტიტუტის წვდომა, ხოლო ბლუმბერგის შემთხვევაში, ბლუმბერგის ტერმინალზე დაშვება. მიმდინარე პერიოდში, CIU ბიზნესის ინსტიტუტს აქვს შეუზღუდავი წვდომა ორივე მიმართულებით: მოლაპარაკები და სამუშაო პროცესი ორივე ორგანიზაციასთან მოიცავს ოპტიმალური ვერსიის შერჩევასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დანერგვას.

ცნობისთვის, CIU ბიზნესის ინსტიტუტი საქართველოში ექსკლუზიურად უკვე ფლობს მსოფლიოში ცნობილი გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის კვლევების მხარდამჭერ ლიცენზიას (Insider Research Support License).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური