CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს პორტუგალიაში/საფრანგეთში სწავლისა და ორმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა მიეცათ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პორტუგალიურ Instituto Politécnico de Bragança-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართული და ინგლისურენოვანი სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ ბოლო სასწავლო წელი პორტუგალიურ უნივერსიტეტში ისწავლონ და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.
ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტთა / აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ორმაგი დიპლომი პარიზის IPAG BUSINESS SCHOOL-ში აიღონ.
აირჩიე CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
- გაიძლიერე უნარები სამეწარმეო საქმიანობაში;
- იმუშავე მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში;
- დაეუფლე ბიზნესის მართვის თანამედროვე სტანდარტებს;
- მიიღე უპირატესობა გლობალურ შრომის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველ სასწავლო წელს 20%-იანი შიდა გრანტით ისარგებლებს.
ასევე ყველა პირველკურსელს საჩუქრად:
- 1000 ₾ ვაუჩერი – “AI – ნავიგაცია პრაქტიკაში“ – ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
- 2000 ₾ ვაუჩერი – უცხო ენაში ინტენსიური მომზადების პროგრამა;
- მედალოსნების დაფინანსება: 20% ოქრო, 10% ვერცხლი;
- საუნივერსიტეტო და სახელობითი სტიპენდიები;
- გადახდის მოქნილი სისტემა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი