CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა
18 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, თემაზე – „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ბიზნესსექტორში“ შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას CIU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ქადარია უძღვებოდა, რომელიც დღესდღეობით, უსაფრთხოების კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამას ხელმძღვანელობს, არის უსაფრთხოების აკადემიის აკრედიტებული ტრენერი შვიდწლიანი საგანმანათლებლო პრაქტიკით, ასევე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ექვსწლიანი მართვის გამოცდილებით. გარდა ამისა, ის თავადაც აგრძელებს აკადემიურ განვითარებას და CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს.
საჯარო ლექციის განმავლობაში, მარიამ ქადარიამ რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებით აღწერა, რატომ არის შრომის უსაფრთხოება არა მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნა, არამედ ბიზნესის სტაბილურობისა და თანამშრომლების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი პირობა. სტუდენტებმა მოისმინეს, როგორ იცვლება სტანდარტები, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ დამსაქმებლებს და რატომ არის ეფექტური უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება თითოეული ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
ღონისძიების დაწყებამდე, სტუმარსა და აუდიტორიას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მამუკა თორია მიესალმნენ. ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრაზე სტუდენტებს კითხვების დასმისა და თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობაც მიეცათ.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი