GE

CIU-ს ესპანელი ტურიზმის ექსპერტი ნოელია კობო ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზას სტუმრად ეწვია ნოელია კობო, ესპანელი ექსპერტი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.

შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და GETA-ს (,,საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია 2020“) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

სტუმარმა მოინახულა უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (უნივერსიტეტის მარანი, მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიის, მევენახეობისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები).

ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ სადეგუსტაციო კაბინეტში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა კომპანია „ეთნო ოკამის“ 5 სახეობის ქვევრის ღვინის დეგუსტაცია. სტუმრებმა ღვინის გემოების მრავალფეროვნებასა და მისი წარმოების გზებზე ისაუბრეს.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კახაბერ კორძაია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ოლან გოცირიძე, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი; ლაშა ბოდაველი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ GETA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტი სამომავლოდ სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას გეგმავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური