CIU-ს ფუტსალის გუნდს ოქროს მედლებისა და მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დარჩა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს ოქროს მედლებისა და მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი გამარჯვება დარჩა. ფინალური სერიის დაპირისპირებაში CIU-მ კვლავ დაამარცხა ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი და სერიაში წინ გავიდა. წინა მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, კავკასიელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და მეტოქე 5:2 დაამარცხეს.
საჩემპიონო სერიის მომდევნო შეხვედრა 13 ივნისს, 18:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში CIU-ს გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულსა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას იზეიმებს.
გულშემატკივრები თამაშზე დასასწრებად უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში 16:00 საათზე იკრიბებიან.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი