CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, ციფრული სამედიცინო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა
27 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, ციფრული სამედიცინო პლატფორმის – AMBOSS პრეზენტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზენტაციას მარგარიტა მასოტი (იტალია) უძღვებოდა.
AMBOSS არის აღიარებული ციფრული სამედიცინო რესურსი, რომელმაც ბოლო წლებში, სამედიცინო განათლების სფეროში წამყვანი ადგილი დაიკავა. პლატფორმა 20 000-ზე მეტ სამედიცინო თემას, 6 000-მდე კლინიკური შემთხვევის მაგალითზე დაფუძნებულ კითხვასა და სტატისტიკურ მონაცემს მოიცავს.
AMBOSS სტუდენტებს სამედიცინო ცოდნის ინტერაქტიულად, კრიტიკულად და დამოუკიდებლად ათვისებაში ხელს უწყობს. ის ასევე აქტიურად ეხმარება რეზიდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებაში.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი