CIU-ს პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა
22 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) პირველკურსელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტები ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროგრამის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ღონისძიებაზე მათ სასწავლო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, საერთაშორისო სტუდენტებთან კონუმიკაციასა და სხვადასხვა სერვისის მიწოდებაში, „სტუდენტი მენტორის“ პროგრამის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობენ.
საერთაშორისო პირველკურსელთა განწყობაზე ზრუნავდა უნივერსიტეტის მასკეტი „მისტერ შეპარდი“. დღის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ემოციები შესაბამის ფოტოსივრცეებში აღებეჭდათ.
ღონისძიებაში 37 ქვეყნიდან წარმოდგენილი CIU-ს პირველკურსელი მონაწილეობდა.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი