CIU-ს სტუდენტები ხელოვნური ინტელექტის ბანაკში მონაწილეობდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – ლიკა გოგალაძემ და ალექსანდრე ბეგიაშვილმა ხელოვნური ინტელექტის ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.
ბანაკი I-IV კურსის სტუდენტებისთვის, GITA-ს ორგანიზებით, ბაკურიანში, სასტუმრო ROOMS KOKHTA-ში გაიმართა.
CIU-ს მიერ დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სალექციო პროცესებში, გაეცნენ AI ტექნოლოგიებს, მანქანური სწავლების ალგორითმებს, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და მონაცემთა მეცნიერებას.
ბანაკის განმავლობაში მონაწილეები ასევე აქტიურად მუშაობდნენ საკუთარი სტარტაპების შექმნაზე, დემო დღეზე კი, 11-მა გუნდმა საკუთარი პროექტი ჟიურის წინაშე წარადგინა.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი