CIU-ს სტუდენტების გუნდმა Energo Hack 2025-ის დემო დღეზე პროექტი „ჩაკო – Charger“ წარადგინა
კასპის ტექნოპარკში გაიმართა Energo Hack 2025-ის დემო დღე, სადაც 60-მდე მონაწილემ 23 ინოვაციური პროექტი წარადგინა.
ჰაკათონის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტების გუნდი (ალექსანდრე ბეგიაშვილი, ბექა ვანაძე, გიორგი ხატიაშვილი, თამაზ დიაკონიძე) პროექტით „ჩაკო – Charger“.
CIU-ს მიერ დღეს, 10 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სპეციალური პლატფორმის შექმნას, სადაც ელექტროავტომობილის მფლობელებს შეეძლებათ, რუკაზე ნახონ ყველა დამტენი პუნქტი და წინასწარ დაჯავშნონ.
ჰაკათონის მიზანი ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების ინოვაციური გზებით გადაჭრა, ახალი სტარტაპ იდეების შექმნა და რეგიონული ჩართულობის გაზრდა იყო.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი