CIU-სა და იურიდიული კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (CIU) და იურიდიული კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ახალ პრაქტიკულ შესაძლებლობებს ხსნის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს CIU-ს ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ და „ნომოს ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ლიკა ცინცაბაძემ.
თანამშრომლობის მთავარ მიზანს მხარეებს შორის საერთო ინტერესების სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელება წარმოადგენს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ფარგლებში, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ აქტიური პრაქტიკული კურსები იურიდიულ კომპანიაში, რაც მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მემორანდუმის გაფორმების პარალელურად, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომპანია „ნომოს ჯორჯიას“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე და კომპანიის მმართველი პარტნიორი ლიკა ცინცაბაძე.
მათ სტუდენტებს გაუზიარეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო ბიზნეს სამართლისა და ბიზნეს ტრანზაქციების განხორციელების საკვანძო საკითხების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე გლობალურ იურიდიულ ბაზარზე წარმატებისთვის.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი