CIU-სა და მიშკოლცის უნივერსიტეტის სერტიფიცირებულთა დაჯილდოება გაიმართა
15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიშკოლცის უნივერსიტეტის (უნგრეთი) ერთობლივი სასერტიფიკატო კურსის – “ასაკობრივი დისკრიმინაცია ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკაში” – მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ და დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მინდიაშვილმა.
სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართლის, ბიზნესისა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტებმა. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა მიშკოლცის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ნორა იაკობი, რომელიც, ამავდროულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
ერთობლივი სასერტიფიკატო კურსი სამართლის ფაკულტეტის ინიციატივითა და დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
მიშკოლცის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია, ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში კი უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი