CIU-სა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.
დღის ფარგლებში ასევე მემორანდუმები გაფორმდა დამატებით 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
შეხვედრაზე კობა კობალაძემ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განვითარების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც ვეტერანთა მხარდაჭერასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
მხარეებმა განიხილეს ვეტერანებისა და მათი შვილების ბაკალავრიატზე 50%-იანი დაფინანსების პროგრამის ამოქმედების შედეგები და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების გზები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების განათლების მნიშვნელობასა და ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
მემორანდუმები ითვალისწინებს არა მხოლოდ სწავლის დაფინანსების პროცესის გამარტივებას, არამედ განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. სამსახური მოლაპარაკებებს სხვა უნივერსიტეტებთანაც გააგრძელებს.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში 2023 წლიდან მოქმედებს პროგრამა, რომელიც ვეტერანებისა და მათი შვილების ბაკალავრიატის სწავლის 50%-ით აფინანსებს. დღემდე პროგრამით უკვე 5000-მდე სტუდენტი (ვეტერანის შვილი) და 5 ვეტერანი სარგებლობს.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი