CIU-ში ბიზნესკონსულტანტმა და მეწარმემ, კრის ჰელერმა საჯარო ლექცია გამართა
16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ბიზნესკონსულტანტმა და მეწარმემ, კრის ჰელერმა (გერმანია/ჩეხეთი) თემაზე – „კომპანიის დაარსება და საგადასახადო რეგულაციები ევროპულ ბაზარზე“ – საჯარო ლექცია გამართა.
CIU-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა. კრის ჰელერმა ევროპის ქვეყნებში საგადასახადო რეგულაციებისა და სისტემის მდგომარეობაზე ისაუბრა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი მიესალმა და ყურადღება საკითხის აქტუალობაზე გაამახვილა. საჯარო ლექციას ესწრებოდა ასევე ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი, რომელმაც მოწვეულ სტუმარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ცნობისთვის, კრის ჰელერი არის ქალაქ პრაღაში (ჩეხეთი) მოქმედი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „Premium Success s.r.o.“-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 15-წლიანი პროფესიული გამოცდილებით ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მენეჯმენტისა და საერთაშორისო კონსულტაციების სფეროში. 2021 წლიდან იგი არის „IMPULS Consulting EWIV“-ის წევრი – ეს არის ქალაქ ლაიფციგში (გერმანია) რეგისტრირებული საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია ევროპული ეკონომიკური ინტერესთა ჯგუფების (EWIV/EEIG) დაარსებასა და ადმინისტრირებაში, 35-წლიანი გამოცდილებით.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი