CIU-ში ესპანური ენის ონლაინ კურსი იწყება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ბაზაზე არსებული ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია” CIU-ს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
ესპანური ენის ონლაინ კურსს (A1, A2, B1, B2, C1, C2 დონე);
Dele-ს მოსამზადებელ ონლაინ კურსს.
კურსის ხანგრძლივობა 6 თვე (დარეგისტრირებული მსმენლის მიერ შერჩეული პროგრამის მიხედვით);
ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში კვირაში ორჯერ (ხანგრძლივობა 1 საათი);
სტუდენტთა რაოდენობა თითოეულ ჯგუფში: 8-15 მსმენელი;
კურსს გაუძღვება როგორც ქართველი, ისე ესპანელი პედაგოგები (არჩევითი);
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება – კურსის ღირებულება თვეში 65 ლარი;
აღსანიშნავია, რომ თითოეული სასწავლო დონიდან საუკეთესო სტუდენტი, რომელიც გამოვლინდება ლექტორის რეკომენდაციით, 1 კვირით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაემგზავრება. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს, ბილეთის საფასურის გარდა, სრულად ფარავს ცენტრი „იბერია“. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 568618086
P.S. ცენტრი CIU-ს სტუდენტებს ასევე სთავაზობს მათზე მორგებულ სხვადასხვა პროგრამას, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საერთაშორისო სერტიფიკატის აღება, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა და უფასო კონსულტაციები ესპანეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.
- CIU-ში ნატოს გაერთიანებული სარდლობის უფროს სამხედრო ანალიტიკოსს უმასპინძლეს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU აცხადებს სტუდენტთა მობილობას გაზაფხულის სემესტრისთვის – პროგრამები, ადგილები და წარსადგენი დოკუმენტები by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი