ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ იანვარში გამოცემული განკარგულებით, დადგინდა თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი, რომელიც გავრცელდება განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ში დასაქმებული კონკრეტული თანამდებობის პირებზე.
ხელფასი კი 10 ათასი, 9 ათასი, 8 და 7 ათასი და მეტია.
კერძოდ, გამოიცა განკარგულება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისგან განსხვავებული საგამონაკლისო წესის შესახებ.
აღნიშნულის თანახმად, EMIS-ის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ქვემოთ ჩამოთვლილ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს შემდეგი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
წინამდებარე წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობების სარგო განისაზღვროს შემდეგნაირად:
- ანალიტიკოსი/ბიზნეს ანალიტიკოსი – არაუმეტეს 7 502 ლარისა;
- პროგრამისტი (უფროსი) – არაუმერეს 9 075 ლარისა;
- პროგრამისტი (არქიტექტორი) – არაუმეტეს 10 000 ლარისა;
- კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორი (უფროსი) – არაუმეტეს 9 075 ლარისა;
- კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი (უფროსი) – არაუმეტეს 9 075 ლარისა;
- კომპიუტერული ქსელების/ან/და სისტემების არქიტექტორი – არაუმეტეს 8 800 ლარისა;
- ქსელური და სისტემური ინფრასტრუქტურისა ან/ და მართვის სისტემების მთავარი არქიტექტორი – არაუმეტეს 10 000 ლარისა;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი მენეჯერი ან/და კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციელისტი – არაუმეტეს 9 680 ლარისა.
რა ვალდებულებები ექნებათ ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს, ამის თაობაზე იხილეთ პრემიერის განკარგულება.
-
„კიდევ ერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის მოწმე გავხდებით“ – ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის გამოწვევები სააშკარაოზე გამოდის by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2 მთავარი მიმართულება, რომელზეც პარლამენტის განათლების კომიტეტი 2025 წელს იმუშავებს by მასმედია
-
„არაფერში გვარგია“ – როგორ (ვერ) იყენებენ მასწავლებლები ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევას by ARIS.GE-განათლება