CIU-ში ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ – შიდა ჩვენება გაიმართა
19 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ – შიდა ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, CIU მულტიმედია ცენტრის პროექტი საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლი ქართული ფულის ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. თითოეული სერია დეტალურად გვიამბობს, რა გზა გაიარა ქართულმა ფულმა კოლხური თეთრიდან ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ 30 სერიისგან შემდგარი სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ციკლი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის ფარგლებში მომზადდა.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი