CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
18 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მიმდინარე „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტურ დისკუსიაზე – „დიპლომატია ცვალებად მსოფლიოში“ – საერთაშორისო ურთიერთობების/უსაფრთხოების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარადგინეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას მოდერაცია საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ გაუწია.
სტუდენტურ დისკუსიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის პროფესიული დღის დაწესება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (3 ნოემბერი) უკავშირდება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია უკვე აღნიშნულ თარიღს „ქართული დიპლომატიის კვირეულით“ ეხმიანება.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი