CIU-ში სამეცნიერო კვლევის ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), სამეცნიერო კვლევის ეთიკის პოლიტიკის საფუძველზე, სამეცნიერო კვლევის ეთიკის საბჭო შეიქმნა.
უნივერსიტეტის მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10 ნოემბერს გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა, სადაც ფარული კენჭისყრის შედეგად, ხუთწლიანი ვადით, საბჭოს თავმჯდომარედ ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოშიაშვილი აირჩიეს.
საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების კეთილსინდისიერად, გამჭვირვალად და ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით განხორციელებას.
CIU-ს ხედვა მიმართულია უმაღლესი ხარისხის კვლევების წარმოებისა და ინტელექტუალური წინსვლის ხელშეწყობისკენ, რაც კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფას გულისხმობს. უნივერსიტეტი მკაცრად არეგულირებს ყველა იმ კვლევას, რომელიც ტარდება მისი სახელით ან თანამონაწილეობით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი მონაწილეთა უფლებების, ღირსების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვას აქცევს.
სამეცნიერო კვლევის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა ასეთია: სოფიო კასრაძე – მედიცინის ფაკულტეტი; ლელა წიტაიშვილი – მედიცინის ფაკულტეტი; სოფიო რიგვავა – მედიცინის ფაკულტეტი; ნატა ბუკია – მედიცინის ფაკულტეტი; მინდია უგრეხელიძე – სამართლის ფაკულტეტი; როინ მიგრიაული – სამართლის ფაკულტეტი; გურამ ღვინჯილია – სამართლის ფაკულტეტი; ვახტანგ მაისაია – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ხათუნა კაჭარავა – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ზაზა ცოტნიაშვილი – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; დავით ტაბატაძე – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ქეთევან შოშიაშვილი – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ნინო ზარნაძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი; თამარ დუდაური – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი; თემურ გოგოხია – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი; დავით მაღრაძე – მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი; შენგელი კიკილაშვილი – მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი; მაია კიკვაძე – მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი; მარიამ სილაგავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი; არჩილ ორთანეზაშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი; დიმიტრი ცანავა – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი; ნია სადაღაშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი; დავით ჩოკოშვილი – გარემოს დაცვის მმართველი, ეპიდემიოლოგი.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი