CIU-ში, „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილე და საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა
23 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) „სტუდფესტი 2025“-ში მონაწილე და საპრიზო ადგილზე გასული სტუდენტებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სტუდენტებს მადლობის სიგელები პირადად უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალში ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა უნივერსიტეტის ანსამბლმა – „კავკასიელმა“ (ხელმძღვანელი: ბეჟან წინწალაშვილი).
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა.
ცნობისთვის, „სტუდფესტი“ მასშტაბური კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და მოხალისეობრივი ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც წელს უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს მოიცავდა და მასში საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 15 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი