CIU-ში, თემაზე – „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“ შეხვედრა გაიმართება
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორსო უნივერსიტეტის (CIU) უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“ შეხვედრა გაიმართება.
CIU-ს მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას პირველი ქალი დისპეჩინგში, ლოჯისტიკის ექსპერტი და მენტორი თეონა ჯანელიძე გაუძღვება.
თანამედროვე შრომის ბაზარი მუდმივად იცვლება და წარმატების მიღწევა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ კონკრეტულ უნარებს, მიდგომებსა და ფასეულობებს მოითხოვს.
სპიკერი, თავისი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ რეალურ ქეისებსა და წარმატების ფორმულებს კარიერულ ასპარეზზე.
შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:
- დამსაქმებელთა მოლოდინები: რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც კომპანიები კანდიდატებს აფასებენ;
- საჭირო უნარები (Soft & Hard Skills): რა კომპეტენციებია კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღევანდელ სამუშაო გარემოში;
- პროფესიული მიდგომები და ფასეულობები: როგორ უზრუნველვყოთ მაღალი სამუშაო ეთიკა, პასუხისმგებლობა და ადაპტაციის უნარი.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი