CIU-ში, თემაზე – „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“ შეხვედრა გაიმართა
23 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, თემაზე: „რას ელოდებიან დამსაქმებლები ჩვენგან?“ შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებას უძღვებოდა ლოჯისტიკის ექსპერტი და მენტორი, პირველი ქალი დისპეჩინგში, თეონა ჯანელიძე, რომელმაც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, სტუდენტებს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, კარიერული წინსვლის შესახებ რეალური ქეისები და პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა, გურამ ლილუაშვილმა.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დამსაქმებელთა მოლოდინების გაცნობა იყო. დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: დამსაქმებელთა შეფასების კრიტერიუმები, Soft და Hard უნარები, პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა და ადაპტაციის უნარი თანამედროვე სამუშაო გარემოში.
ღონისძიების საინტერესო ნაწილი იყო სტუდენტებისთვის ჩატარებული სიმულაციური გასაუბრება, რომლის მიზანსაც მონაწილეთა პრაქტიკული უნარების შეფასება და რეალური შერჩევის პროცესებისთვის მათი მომზადება წარმოადგენდა.
დისკუსია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდათ, უშუალოდ დაესვათ შეკითხვები და პროფესიული განვითარების მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციები მიეღოთ.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი