CIU-ში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, საჯარო შეხვედრა გაიმართა
20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედიცინის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, თემაზე – „მოდით ვისაუბროთ ძუძუს კიბოზე“ საჯარო შეხვედრა გაიმართა.
CIU-ს მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება იყო.
მოწვეულმა სპეციალისტმა, ონკოლოგმა ელენე ჯანბერიძემ ისაუბრა დაავადების ნიშნებზე, რისკ-ფაქტორებზე, პრევენციულ ნაბიჯებზე და სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
CIU აგრძელებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო ღონისძიებებს, რომელთა მიზანი სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაავადებათა პრევენციის კულტურის პოპულარიზაციაა.
გახსოვდეთ: ძუძუს კიბოს ადრეული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ზრდის სრული განკურნების შანსს. რეგულარული თვითგამოკვლევა და პროფილაქტიკური ტესტირება – თქვენი ჯანმრთელობის საუკეთესო დაცვაა!
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი