GE

ცნობილია, რამდენი ასეული მილიონი ლარი დაიხარჯება ქუთაისსა და რუსთავში ორი საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებული ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონი ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026–2032 წლებში განხორციელდება.

უწყების ცნობით, საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.

“ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება – 210 მილიონი ლარი. თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქები შექმნის ახალ, ხარისხიან სივრცეებს ათიათასობით სტუდენტისთვის და განავითარების რეგიონების პოტენციალს”, – განმარტავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მთავრობას კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი არ აინტერესებს? – რატომ არის უცნობი, რა ბედი ელის ახალი რეფორმით არასახელმწიფო უნივერსიტეტებს

პროექტი ორივე ტერიტორიაზე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, მისი განხორციელების შედეგად კი, მთავრობის გეგმით, ქვეყანაში თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა შეიქმნება, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

“საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა ქუთაისსა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ვფიქრობთ, ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორი საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნა. რაც მთავარია, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც გააძლიერებს განათლების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას”, – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

ასევე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრის დათვლით, თბილისში სტუდენტთა რაოდენობა 2-ჯერ უნდა შემცირდეს, ქუთაისში კი 4-ჯერ გაიზარდოს

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური