ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხებათ – კანონი დამტკიცებულია
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
კანონში ცვლილებების თანახმად, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.
ამასთან, ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით. კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
აგრეთვე, იმ პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ცვლილებებით, დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
იხილეთ 1: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
იხილეთ 2: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე