GE

„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

5 დეკემბერს საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის ახალი პროექტის პრეზენტაციას სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა უმასპინძლა.

პრეზენტაციის თემა იყო EDU.ARIS.GE-სა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად პროფესიული კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის შეიქმნა ახალი საკომუნიკაციო პლათფორმა „დაჩექინება“. აღნიშნული პლათფორმის საშუალებით სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაერთიანდნენ პროფესიული ნიშნით, კომუნიკაცია დაამყარონ როგორც ერთმანეთში, ისე პოტენციურ დამსაქმებლებთან და მათთვის საკუთარი CV ატვირთონ. ასევე ამ აქტივობით სტუდენტები ხელს შეუწყობენ პროფესიული განათლებისა და თავად კოლეჯის პოპულარიზაციასაც.

პრეზენტაციას სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ გვერდს (https://edu.aris.ge/tvet/).

დაჩექინება მარტივია და სარკინიგზო კოლეჯის სტუდენტებს საკუთარი მონაცემების დატოვება კოლეჯის მიკროვებგვერდზე შეუძლიათ.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური