GE

დამატებითი განმარტებები პედაგოგებისთვის ელექტრონულ ჟურნალში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ემისი) ელექტრონულ ჟურნალში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პედაგოგებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, თუ მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ცხრილი და მოსწავლეების სია სრულად არ უჩანთ, პირველ ეტაპზე მონაცემები სკოლის ადმინისტრაციასთან უნდა გადაამოწმონ.

„ჟურნალში ვისაც არ გიჩანთ სრულად ცხრილი, მოსწავლეების სია, კლას-კომპლექტები, პირველ რიგში აუცილებლად გადაამოწმეთ სკოლის ადამინისტრაციასთან, რამდენად აქვს შეყვანილი ეს მონაცემები ისქულის ბაზაში სწორად, რომ შემდგომში ეს ასახული იყოს ელექტრონულ ჟურნალში. ასევე მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ ისქულში საგაკვეთილო ბადე, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დრო, დღეები როდესაც ატარებთ გაკვეთილებს ახლა დისტანციური სწავლების დროს, თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ისქულის ბაზასთან,რაც შემდგომ აისახება ელექტრონულ ჟურნალშიც. თუ ამ ყოველივეს შემდეგ, სკოლას სწორად აქვს მონაცემები შეყვანილი, ცხრილი, მოსწავლეების სია, მაგრამ მაინც არ ჩანს ელექტრონულ ჟურნალში, მოგვწერეთ onlineschool@emis.ge კონკრეტული მოსწავლის მონაცემები და კლასი.(თუ. რა თქმა უნდა, ისქულში უკვე გადაამოწმეთ და იქ სწორად არის, მაგრამ ჟურნალში არა. ამ შემთხვევაში ვიწერებით)“, – აცხადებენ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ელექტრონულ ჟურნალში პედაგოგებს ცვლილებები დახვდათ ჩანიშნულ შემაჯამებელ სამუშაოებთან დაკავშირებითაც, ამიტომ ემისი მათ ურჩევს, რომ ონლაინ და ოფლაინ კლასების ჩანიშვნები ერთმანეთისგან გამიჯნონ.

„თუ მასწავლებელს ჩანიშნული ჰქონდა შემაჯამებელი წერა რომელიც უკვე დააწერინა მოსწავლეებს და ახლა ვერ ნახულობს, მოძებნოს იგივე ოფლაინის კლასში, იგივე რიცხვში ეს შემაჯამებელი წერა და შესაბამისად შეიყვანოს ნიშანი. თუ მასწავლებელს ჩანიშნული ჰქონდა შემაჯამებელი წერა, რომელიც ჯერ არ დაუწერიათ მოსწავლეებს, გააუქმოს , ჩანიშნოს ის ახლიდან ონლაინ კლასში და შემდეგშიც შესაბამისად შეიყვანოს ნიშანი ონლაინის კლასში ჩანიშნულ დროს. თუ ვერ ნახულობთ კონკრეტულ ნიშანს რომელიც გეწერათ, ან აღრიცხვას, რომელიც გქონდათ ჩანიშნული დააკვირდით სად ეძებთ. აქამდე ჩანიშნული მონაცემები (არები,ნიშნები და ა.შ) რაც ოფლაინში იყო, იქნება ოფლაინში, ხოლო იმ მონაცემებს რომელსაც შეიყვანთ ონლაინ კლასებში დაგხვდებათ ონლაინ კლასებში“, – განმარატვენ ემისში.

ამავე თემაზე:

რა ცვლილებები განხორციელდა ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლებისთვის

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური