GE

დამოუკიდებლობის თემაზე დაწერილი ესეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსაღნიშნავად, ამერიკული უნივერსიტეტის, ვებსტერის კამპუსი საქართველოში ესეების კონკურსს მართავს. კონკურსი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და დამოუკიდებლობის თემატიკას ეხება. გამარჯვებული კონკურსანტი 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. აგრეთვე, გამარჯვებული თემა გამოქვეყნდება პუბლიკაციის სახით.

დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში 4 ივლისს აღინიშნება. საქართველოში, ვებსტერის უნივერსიტეტი, ამ დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებას 7 ივლისს 13:00 საათზე, კამპუსის ტერიტორიაზე გამართავს. ღონისძიებაზე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, აგრეთვე ჩატარდება პრეზენტაციები საქართველოში არსებული ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლობების მიერ, საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტების მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია წარმომადგენლებით საქართველოს პარლამენტიდან, აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, USAID ოფისიდან, ამერიკის სავაჭრო პალატიდან (AMCHAM),საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან, ამერიკული საბჭოდან და აჭარა ჯგუფიდან.

ჟიურის წევრები არიან:

  • კრის ანდერსონი – აშშ-ის საელჩო საქართველოში, კულტურის ატაშე
    Chris Anderson – US embassy in Georgia, Cultural Attaché;
  • მარკ მაკკორდი – USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი Mark McCord – USAID Economic Security Program, Georgia, Chief of Party;
  • თამარ ტალიაშვილი – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტი
    Tamar Taliashvili – First Deputy Chairperson of the Education and Science Committee, Parliament of Georgia;
  • ტიმოთი ბლაუველტი – რეგიონალური დირექტორი, ამერიკული საბჭო
    Timothy Blauvelt – Regional Director, American Councils Georgia;
  • ირაკლი ბაიდაშვილი – პირველი ვიცე პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატა
    Irakli Baidashvili – First Vice President, American Chamber of Commerce;
  • გიორგი მუჩაიძე – აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს ატლანტიკური საბჭო Giorgi Muchaidze – Executive Director, Atlantic Council of Georgia;
  • ნინო კვერნაძე – აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფი
    Nino Kvernadze – Executive Director, Adjara Group.

კონკურსანტების რეგისტრაცია და შესაბამისი ნაშრომების წარდგენა მიმდინარეობს 16 ივნისიდან 29 ივნისამდე – ბმულზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური