როგორი იქნება სახელოვნებო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი გაცემის წესი – ბრძანება
საქართველოს კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმა და მისი გაცემის წესი.
მოწმობის ფორმა იხილეთ ბრძანებაში
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი
მუხლი 1. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის (შემდგომ – ფორმა) გაცემას უზრუნველყოფს მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
2. ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს სამინისტრო მის მიერ შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით გაცემული მინდობილობა.
მუხლი 2. ფორმების შენახვა და გაცემა
1. ფორმა ინახება ცეცხლგამძლე სეიფში.
2. ფორმის შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი, რომელიც პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა
1. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ფორმის გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.
2. ფორმის მისაღებად სამინისტროში, როგორც წესი, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და კურსდამთავრებულთა დამტკიცებული სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.
3. სამინისტროდან ფორმის გატანის უფლება აქვს შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
4. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში, მათ შორის, ტარდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში.
მუხლი 4. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემა
1. სსიპ – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის (შემდგომ – მოწმობა) რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
2. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით.
3. მოწმობა გაიცემა პასუხისმგებელი პირის მიერ, მოსწავლის დაბადების მოწმობის ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში, ასევე, მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
4. მოწმობის გატანა დასტურდება მოსწავლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჟურნალში გაკეთებული ხელმოწერით.
5. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.
მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან/და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმა ინახება დაწესებულებაში, კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად. კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე გაიცემა ახალი ფორმა.
4. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.
მუხლი 6. ცნობის გაცემა
გაცემული მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის შენახული ქსეროასლის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულება გასცემს ცნობას.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება