დაზუსტდა ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობა და მისი შემუშავების საკითხი – ცვლილება კანონში
საქართველსო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დაზუსტებები შევიდა „ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესში“ და ახლებურად ჩამოყალიბდა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და მასზე დაშვების წინაპირობი შესახებ არსებულ მუხლი.
კერძოდ, გიორგი ამილახვარის 16 აგვისტოს ბრძანებით, ზემოაღნიშნული ტიპის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა კანონში ამგვარად განისაზღვრა:
1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისთვის, მათ შორის, აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვისაც.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამასთან, აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის, დამატებით, სავალდებულოა არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლა არ იძლევა აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი ზემოაღნიშნულ ცვლილებამდე ასეთი გახლდათ: მინისტრის ბრძანება
ამავე თემაზე:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება