დედაქალაქსა და რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელთა ჩანაცვლება დაიწყო
საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების ნაწილი გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეიცვალა, თუმცა ჯერ ისევ არის რესურსცენტრები, სადაც ხელმძღვანელებად მოვალეობის შემსრულებლები რჩებიან.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რესურსცენტრების ნაწილში შესაბამისი ბრძანებები ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის თაობაზე მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიგზავნა, პროცესი გრძელდება.
ცვლილებები თბილისში: შეიცვალნენ ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელები.
ცვლილებები შიდა ქართლში: შეიცვალნენ გორის, ქარელისა და ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები.
ცვლილებები სამცხე-ჯავახეთში: შეიცვალა ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ცვლილება აჭარაში: შეიცვალა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ცვლილება იმერეთში: რესურსცენტრების ნაწილში კონკურსი ჩაიშალა და სავარაუდოა ახალი კონკურსის გამოცხადება.
ცვლილებები მცხეთა-მთიანეთში: შეიცვალა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
ცვლილებები სამეგრელო ზემო-სვანეთში: შეიცვალნენ აბაშისა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის საკითხი გაურკვეველია.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ზოგიერთ რესურსცენტრში ხელმძღვანელად სკოლის ყოფილი დირექტორები დაინიშნენ.
როგორც ცნობილია, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ახალი კანონმდებლობით უკვე საჯარო მოხელის სტატუსი აქვთ და მათი ანაზღაურებაც გაიზარდა.
ინფორმაცია განახლებადია და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემები დარედაქტირდება.
ასევე იხილეთ:
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება