რესურსცენტრი მაკონტროლებლიდან სკოლის რეალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული უნდა გახდეს – რა აჩვენა საპარლამენტო მოკვლევამ
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ რესურსცენტრის როლი და მაკონტროლებელი ორგანოს ნაცვლად გახდეს სკოლების რეალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული სტრუქტურა“, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარლამენტის მოკვლევაში – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“.
მოკვლევის ფარგლებში გასაუბრებები ფოკუს ჯგუფებშიც წარიმართა, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ განათლების სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო რესურსცენტრების ფუნქცია მოიცავდეს სკოლების ადვოკატირებას და ჩამოშორდეს სამინისტროსა და სკოლებს შორის დამაკავშირებლის როლი.
თემატური მოკვლევის ავტორები თავადაც მიიჩნევენ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა და განათლების სისტემაში მიმდინარე სხვა რეფორმები მოითხოვს საგანმანათლებლო რესურსცენტრის გააზრებას სკოლების ავტონომიურობის ზრდის კონტექსტში, ამასთანავე მნიშვნელოვანია მათი საქმიანობისა და სკოლებთან ურთიერთობის პრინციპების გადახედვაც.
მოკვლევის ფარგლებში გამოკვეთილი მიგნებები საგანმანათლებლო რესურსცენტრების შესახებ
შესაფასებელია რესურსცენტრების მუშაობის ეფექტიანობა − აღნიშნული უწყების ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს თანამშრომელთა რაოდენობა დასაფარ სკოლებთან მიმართებით, მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და მოტივაცია;
რესურსცენტრების ხედვა/კონცეფცია გადასახედია − ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის პირობებში სკოლებს სჭირდებათ შესაბამისი მხარდაჭერა ადგილზე, აღნიშნულ კონტექსტში, კი, განიხილება საგანმანათლებლო რესურსცენტრები, რომელსაც დღეს მონიტორინგისა და სამინისტროს მიერ მიღებული აქტების დანერგვის ფუნქცია აკისრია და შეზღუდულია მისი, როგორც მხარდამჭერის როლი;
მოკვლევის ავტორთა რეკომენდაცია:
„შემუშავდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრების განვითარების კონცეფცია − მასში განსაზღვრული იყოს სტრუქტურის, როგორც მხარდამჭერი რგოლის ფუნქციები“.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები – რამინა ბერაძე − მთავარი მომხსენებელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბაია კვიციანი.
ასევე იხილეთ:
„იდეალურ სკოლას მყისიერად ნუ მოვინდომებთ“ – საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოლოდინები
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, რა ოდენობის ხელფასს მიიღებენ 2026 წელს საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და თანამშრომლები
by ARIS.GE-განათლება
-
„გადავალთ აქტიურ ფაზაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია მთავრობას უახლოეს დღეებში წარედგინება
by ARIS.GE-განათლება