GE

დუალურ პროგრამებზე მსურველები ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს კი სიახლე ელით

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ საქართველო მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. როგოტრც დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ განაცხადა, რომ იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.

გარდა მაისა, ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების (გამოცდის) გარეშე. მხოლოდ პარტნიორ კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურები საშემოდგომო მიღებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური