დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, დამტკიცდა სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი.
ახალი სტანდარტის მოსალოდნელ მიღებაზე EDU.ARIS.GE გასულ წელს წერდა:
მინისტრ გიორგი ამილახვარის ბრძანების თანახმად, სტანდარტის მიზანია კოლეჯის მართვის ხარისხის განვითარება, ხოლო მისი ფუნქცია დირექტორების მხარდაჭერა შემდეგი მიმართულებით: პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად; პროფესიულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად; კოლეჯის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად; კოლეჯში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად და მაღალი ორგანიზაციული კულტურის გასავითარებლად და დირექტორების თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
გარდა ამისა, სტანდარტი აზუსტებს სამართლებრივ ჩარჩოს დირექტორის საქმიანობისთვის და ქმნის სამართლებრივ საფუძველს პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის.
კანონით გაიწერა და ჩამოყალიბდა: კოლეჯში დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები, დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები და დირექტორის კომპეტენციები.
-
განისაზღვრა 7 სხვადასხვა ტრენინგ-მოდულის შინაარსი, რომელთა გავლაც აღმზრდელ-პედაგოგებს მოუწევთ – დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მასწავლებლები ფინანსურ დახმარებას? – საკითხი პარლამენტში განმარტეს
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს ნაბიჯები ვერ აგვარებს დაწყებითი საფეხურის მთავარ, საათობრივი დატვირთვის პრობლემას“ – პედაგოგის პასუხი განათლების სამინისტროს შერბილებულ პოლიტიკაზე
by ARIS.GE-განათლება