„ძალიან გვეიმედება“ – მარიამ ჩიქობავა სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრებების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა EDU.ARIS.GE -ს კითხვის პასუხად, თუ როგორ მიმდინარეობს 20 მარტს დაწყებული სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრებები და რა მოლოდინები აქვთ, ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობა ბევრმა მასწავლებელმა მიიღო, რაც ძალიან კარგია, რადგან სკოლის ლიდერი კარგად უნდა ფლობდეს შინაარსს. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მიმდინარე პროცესები „ძალიან ეიმედებათ“.
„დირექტორის სტანდარტის შეცვლის შემდეგ, ძალიან დიდი აქცენტი კეთდება დირექტორზე, როგორც საგანმანათლებლო ლიდერზე“, – აცხადებს მარიამ ჩიქობავა.
EDU.ARIS.GE -ს შეკითხვას კი, რას ფიქრობს საგანმანათლებლო საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე, რომ სინამდვილეში, გასაუბრების ეტაპი სწორედ ის გარდამტეხი მომენტია, როცა სკოლის ხელმძღვანელები არა მათი უნარების, არამედ პოლიტიკური, ან სხვა ნიშნით ირჩევიან – მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:
„არ ვიცი, ძალიან მიჭირს ამაზე კომენტარის გაკეთება, თქვენ თუ დააკვირდებით, თვითონ ეტაპები როგორი იყო, იგივე ტესტირების შედეგები, სრულად შინაარსი ადაპტირებულია, რაც ვფიქრობ, რომ ამ დრომდე ჩვენი სუსტი წერტილი იყო. ახლა დიდი აქცენტი კეთდება სკოლების ავტონომიურობაზე. ავტონომიურობას კი საიდან ვიღებთ? – როდესაც სკოლის დირექტორი ფლობს იმ სასწავლო შინაარსს და არ არის მხოლოდ მენეჯერი, ის არის რეალურად საგანმანათლებლო ლიდერი“.
საჯარო სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრება 20 მარტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომისია 7 წევრისგან შედგება.
საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი კი მინისტრის ბრძანებით, გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა.
ამავე თემაზე:
800-მდე სკოლის დირექტორობის მსურველთან გასაუბრებები იწყება – განრიგი და ვადები
საჯარო სკოლის დირექტორის როლი და ფუნქციები – ახალი სტანდარტი დამტკიცდა
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება