GE

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის 30 მაისის ინფორმაციით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი 2022 უნდა ამუშავდეს.

“დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის იქმნება ახალი ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია მარტივი ანიმაციებისა და ვიზუალური მინიშნებების საშუალებით მოსწავლეებს დაანახოს და აუხსნას მათემატიკასთან დაკავშირებული მოქმედებები (მეტობა/ ნაკლებობა, მიმატება/გამოკლება) შესთავაზოს სავარჯიშოები, რომლებიც ბავშებს მიღებული ცოდნის გამყარებაში დაეხმარება. მსგავსი რესურსები სხვადასხვა ენაზე უკვე არსებობს, თუმცა ქართულენოვანი რესურსი აქამდე არ ყოფილა. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ხედავდნენ გამოსახულებას, არამედ შესაბამისი განმარტებები ქართულ ენაზე ესმოდეთ და კითხულობდნენ”, – განმარტავს რეფორმების ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, რესურსი ორი ნაწილისაგან შედგება:

ვიზუალური განმარტებები
სახალისო სავარჯიშოები

შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და სავარჯიშოების ნაკრების არჩევა:

  • მსგავსი და განსხვავებული
  • დაითვალე რამდენია
  • მეტობა და ნაკლებობა
  • მიმატება და გამოკლება

რესურსის შექმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ხელმისაწვდომი იქნება რესურსის Android, iOS და Widows ვერსიები.

სხვა ელექტრონული რესურსები

ინტერაქციული ანბანი; სიტყვობანა; მარცვლობანა; ინტერაქტიული წიგნები; ვსწავლობთ თამაშით; ვსწავლობთ მუსიკას თამაშით; კომპიუტერული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო რესურსები; მუსიკის, ბუნებისმეტყველების და ხელოვნების ელექტრონული რესურსები; საგანმანათლებლო ჩეთბოტები მოსწავლეებისათვის…

ასევე იხილეთ:

კომპლექსური დავალებების ბანკი ქართულ ენასა და ლიტერატურაში I-IV კლასებისთვის

რა ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესში – ვიდეო ინსტრუქცია და წესები

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური