GE

ეროვნილი თავდაცვის აკადემიაში 28 მარტს ღია კარის დღე გაიმართება

28 მარტს, 14:00 საათზე აკადემიაში გაიმართება ღია კარის დღე. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აკადემიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ.

აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი საბაკალავრო პროგრამები:

  • მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა

სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”.

იუნკერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა.

ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილია სტიპენდიით, პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.

საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 16 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით უნივერსიტეტს – www.eta.edu.ge.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური