GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აშშ-ის სამხედრო აკადემიის ორი კადეტი გაივლის სტაჟირებას

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 9 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით აშშ-ის სამხედრო აკადემიის (ვესტ-პოინტი) ორი კადეტი გაივლის სტაჟირებას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მათ აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ აკადემიის საქმიანობა და საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.

ერთკვირიანი სტაჟირების ფარგლებში, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კადეტებს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებთან ერთად ექნებათ დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, ასევე წარადგენენ პრეზენტაციებს აკადემიის შესახებ. კადეტებს ექნებათ შემეცნებითი ტურებიც სადაც მოინახულებენ სტალინის მუზეუმს, გორის ციხეს, უფლისციხეს, ვარძიას, რაბათის ციხეს. ასევე დაგეგმილია სხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. კადეტები ესტუმრებიან ოკუპაციის მუზეუმს, ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტს.

მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და აშშ-ის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური