GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის თავს ეძღვნებოდა. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, ახალი ეკონომიკური სკოლის “საქართველო”, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

კონფერენცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, რამაზ კვარაცხელიამ გახსნა.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენა, ეკონომიკური კულტურა და ეკონომიკის ჰუმანიზაცია, ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კრიპტოგრაფიის თანამედროვე მეთოდები, საზოგადოების პრობლემა ნიცშეს ფილოსოფიაში და კონფლიქტების მართვის თავისებურებები ბიზნეს კომპანიებში.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით, წარმოადგინონ კვლევის შედეგები და შესაბამისი დასკვნები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური