GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში მიღების პირობების, არსებული საბაკალავრო, ქართულ ენაში მომზადებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. ახალგაზრდებს ასევე მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და საცხოვრებელ პირობებს.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 2018 წლის 11 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადების ტესტი.

2018-2019 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტის (მეოთხე საგანი მათემატიკა), ინფორმატიკისა (მეოთხე საგანი მათემატიკა) და თავდაცვისა და უსაფრთხოების (მეოთხე საგანი ისტორია) საბაკალავრო პროგრამებზე. აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით.

სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას “ლეიტენანტი”.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური