GE

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ლევან დოლიძე იმყოფებოდა. სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან დოლიძე სასწავლო ბატალიონის იუნკერებს შეხვდა და მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე (SNGP) ესაუბრა. ასევე გაუზიარა ნატო-ში მუშაობის პროფესიული გამოცდილება.

შეხვედრის ბოლოს, ლევან დოლიძემ მომავალი ოფიცრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური