ეროვნული გამოცდების პირველი დღის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3%–ზე მეტი არ გამოცხადდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 9 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული და ამდენივეს ელოდებიან მეორე სესიაზეც, რომელიც 3 საათზე უნდა დაიწყოს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი გადის, აქედან 1 ქუთაისში ჩააბარებს გამოცდებს, 17 კი თბილისში. მსჯავრდებულთაგან ერთ–ერთი გოგონაა. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მათი გამოცდა ხვალ ჩატარდება.
„იყო შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტებს ნაკადი აერიათ და ორი საათის ნაცვლად ცენტრთან დილის 8:00 საათზე გამოცხადდნენ. მათ პრობლემა არ შეექმნებათ და მეორე ნაკადზე ჩვეულებრივ მოვლენ. რისიც გვეშინოდა, არ მოხდა – საგამოცდო ცენტრი არავის არევია. რაც შეეხება შედეგების გამოცხადებას, საგამოცდო ნაშრომებიდან ყველაზე ადრე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაშრომების გასწორება, რადგან მის გასწორებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. შარშან ივლისის ბოლოდან დავიწყეთ ეტაპობრივად შედეგების გამოქვეყნება და ვიმედოვნებთ, რომ წელსაც ივლისის ბოლოდან, აგვისტოს პირველ რიცხვებში დავიწყებთ“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება, საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, აქედან 10 თბილისში მდებარეობს. ცენტრები მოქმედებს: ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავასა და ხულოში.
საგამოცდო ნაშრომების გასწორება საგამოცდო პროცესების პარალელურად დაიწყება. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებელების არჩევისა თუ შეცვლის საშუალება სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
2017 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა ასეთია:
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000-მდე სტუდენტი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – 13 500-მდე კანდიდატი;
- მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება – 27 000-ზე მეტი აპლიკანტი.
- აბიტურიენტები – 39 000–მდე აპლიკანტი.
აბიტურიენტებისთვის ჩამორთმეული ნივთები – როგორია ხელსახოცის შეტანის ფორმა 2017 წლის გამოცდებზე
რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები
რა ტიპის შეცდომები მოვიდა ქართულის გასარედაქტირებელ ტექსტში – აბიტურიენტი მუხიანის ცენტრიდან
მოამზადა თაკო მათეშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება