GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სამხედრო ისტორიის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა ა(ა)იპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ და ა(ა)იპ საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარემ, ბატონმა მამუკა გოგიტიძემ.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს სამხედრო განათლებისა და სამხედრო მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური